„კალათა“ წარმოადგენს „დეილი ჯგუფის“ დისქაუნთერ საცალო ბრენდს, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასების შეთავაზება. კალათა ამჟამად 200-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს, სადაც 2000-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ბრენდი აქტიურად ფართოვდება და ხსნის ახალ ფილიალებს რეგიონებში, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობას და ხელს უწყობს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლებს შევთავაზოთ გამარტივებული სამუშაო პროცესები და ხელი შევუწყოთ მხარდამჭერი და მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნას.
“კალათა” აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
რას გთავაზობთ:
- დასაქმების შესაძლებლობას სამუშაო გამოცდილების გარეშე ( ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სრულფასოვან სწავლებასა და ონბორდინგს);
- სამუშაო გრაფიკს: მხოლოდ დღის ცვლაში;
- ყოველთვიურ ბონუსს;
- სრულად ანაზღაურებად სტაჟირების პერიოდს;
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.
ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს:
- სალარო ოპერაციების ზუსტი, სწრაფი და ეფექტიანი წარმოება კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად;
- სავაჭრო დარბაზში თაროების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესების შესაბამისად განლაგება და საჭიროების მიხედვით შევსება;
- ფასმაჩვენებლების დროულად განთავსება და პერიოდულად გადამოწმება;
- დარბაზში განთავსებული პროდუქციის რეალიზაციის ვადების შესაბამისად გადარჩევა;;
- მომხმარებლებისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა;
- უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა.
რას მოველით შენგან:
- მონდომებას და საქმის მიმართ ინტერესს;
- ცვლილებებთან სწრაფად ადაპტაციას და თვითგანვითარების მოტივაციას;
- მომხმარებლისადმი თავაზიან დამოკიდებულებას;
- გუნდურობას და მხარდაჭერის მზაობას;
- ლოიალობას და კომპანიის შიდა წესების პატივისცემას;
- საოპერაციო სტანდარტების დაცვა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
*ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.*