”კალათა“ წარმოადგენს „დეილი ჯგუფის“ დისქაუნთერ საცალო ბრენდს, რომელიც საქართველოში 200-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს. ბრენდის მიზანია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასებისა და კომფორტული მომსახურების შეთავაზება, ხოლო გუნდის წევრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნა.
ბრენდი აქტიურად ფართოვდება და ხსნის ახალ ფილიალებს რეგიონებში, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას.
”კალათაში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას.
ჩვენთვის მნიშნველოვანია თანამშრომლებს შევთავაზოთ გამარტივებული სამუშაო პროცესები, მხარდაჭერა და კომფორტული სამუშაო გარემო.
გთავაზობთ :
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- მკაფიოდ განსაზღვრულ საბონუსე სისტემას;
- მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;
- საქართველოში ყველაზე მსხვილ და ძლიერი კორპორატიული კულტურის მქონე ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიული სწავლების, კარიერული ზრდისა და განვითარების მუდმივ შესაძლებლობებს
შენთვის ღია პოზიციებია:
- მაღაზიის მენეჯერი;
- მაღაზიის ადმინისტრატორი;
- მოლარე-კონსულტანტი;
გელოდებით, შემოგვიერთდი !