„კალათა“ წარმოადგენს „დეილი ჯგუფის“ დისქაუნთერ საცალო ბრენდს, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასების შეთავაზება. კალათა ამჟამად 200-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს, სადაც 2000-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ბრენდი აქტიურად ფართოვდება და ხსნის ახალ ფილიალებს რეგიონებში, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობას და ხელს უწყობს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლებს შევთავაზოთ გამარტივებული სამუშაო პროცესები და ხელი შევუწყოთ მხარდამჭერი და მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნას.
“კალათა” აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ყოველთვიური ბონუსი;
- სრულად ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი;
- Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს:
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორი განლაგების და ფასმაჩვენებლების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის რეალიზაციის ვადების მუდმივი მონიტორინგი;
- პროდუქციის მიღებისა და მომწოდებლებთან დაბრუნების ოპერაციების წარმოება;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
- სალარო ოპერაციების მართვა და კონტროლი;
- უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციების დაცვა.
რას მოველით შენგან:
- საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია და თვითგანვითარების მაღალი მოტივაცია;
- გუნდის ეფექტიანი მართვა, მოტივირება და განვითარება;
- საოპერაციო სტანდარტების დაცვა და შედეგებზე მაღალი პასუხისმგებლობა.
ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.