მაღაზიის მენეჯერი
10-03-2026 - 30-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

”კალათა“ წარმოადგენს „დეილი ჯგუფის“ დისქაუნთერ საცალო ბრენდს, რომელიც საქართველოში 200-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს. ბრენდის მიზანია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასებისა და კომფორტული მომსახურების შეთავაზება, ხოლო გუნდის წევრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნა.

 

ბრენდი აქტიურად ფართოვდება და ხსნის ახალ ფილიალებს რეგიონებში, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას.

 


”კალათაში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას.
ჩვენთვის მნიშნველოვანია თანამშრომლებს შევთავაზოთ გამარტივებული სამუშაო პროცესები, მხარდაჭერა და კომფორტული სამუშაო გარემო.

 

“კალათა” აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის   პოზიციაზე, თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ :

    • ანაზღაურებას 1500 + ბონუსი;
    • მკაფიოდ განსაზღვრულ საბონუსე სისტემას;
    • სტაბილურ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გრაფიკს;
    • დაწინაურების და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
    • საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და ძლიერი კორპორატიული კულტურის მქონე ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
    • პროფესიული სწავლების და განვითარების მუდმივ შესაძლებლობებს;

შენი ყოველდღიური ამოცანები იქნება:

    • სავაჭრო ობიექტის გუნდის მართვა, მუდმივი მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
    • სასაქონლე მარაგების მართვა;
    • პროდუქციის მიღებისა და დაბრუნების პროცედურების დაცვის მონიტორინგი;
    • ინვენტარიზაციის პროცესში უშუალო მონაწილეობა;
    • სალარო ოპერაციების მონიტორინგი;
    • სურსათის უვნებლობის სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვა;

 

იმისთვის რომ ჩაერთო შერჩევის პროცესში აუცილებელია გქონდეს საცალო ვაჭრობის სფეროში სამუშაო გამოცდილება და  ლიდერული უნარ-ჩვევები.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<